პენტიუმი (პროცესორი)
იერსახე
![](https://cdn.statically.io/img/upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/01/KL_Intel_Pentium_A80501.jpg/220px-KL_Intel_Pentium_A80501.jpg)
Pentium არის კომპანია ინტელის მიერ 1993 წელს გამოშვებული პროცესორი. იგი იყო წარმატებული i486-CPU სერიის ჩიპების მომდევნო თაობა. Pente (πέντε) – ბერძნული სიტყვაა და ხუთს ნიშნავს. იგი ხომ ინტელის სახლის x86 სერიის ჩიპების მეხუთე თაობას წარმოადგენდა. ამასთან ამით ინტელმა შექმნა მარკა, რომლის სახელსაც საავტორო უფლებებით დაიცავდა - i486-ის პროცესორებთან ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.
პენტიუმის პროცესორების ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Pentium-ის სახელი x86-ის მხოლოდ მეხუთე თაობის ჩიპებს არ დარჩენია - მომდევნო, მეექვსე, მეშვიდე და მომდევნო თაობებმაც მიიღეს ეს სახელი. პენტიუმს მოყვნენ:
- 1995: Pentium Pro
- 1998: Pentium II
- 1999: Pentium III
- 2000: Pentium 4
- 2003: Pentium M, ენერგოეკონომიური ჩიპი ნოუთბუქებისათვის
- 2005: Pentium D
- 2007: Pentium Dual-Core.